Loading data...
27 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, დობორჯგინიძის, ჭიჭინაძის, აფშინაშვილის, ფაღავას, ჟვანიას, გუმათის, გუგუშვილის, რაზიკაშვილის, ჭილაშვილის, ენუქიძის, საჯაიას, გაბაშვილის, ზაალიშვილის, ქიზიყის, ბერაიას, ორბელების, გუმათჰესის, ოზაანის, ფრისის, ცისკარიშვილის და ერმაკოვის ქუჩების მოსახლეობას.