Loading data...
2025 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 155 187 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია

2025 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 155 187 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

„ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, მტირალას ეროვნულ პარკს, სათაფლიას და წალკის კანიონს.

ასევე, 10%-ით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მზარდ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.