Loading data...
11 ივნისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივნისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, მელქაძის, კალანდაძის, მარტვილის, ბერძნის, შატოძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ეფრემ მცირის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, გულუას და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისი, დაბა შინდისი და დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.