Loading data...
სგპ „სადახლოს“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზესადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი.

აღმოჩენილი საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს კუთვნილ ბარგში მალულად ჰქონდათ მოთავსებული. დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 002 ლარი შეადგინა.

ორივე კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში 21 002 ლარით დაჯარიმდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.