Loading data...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო - საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 22 290 ცალი მოჭრილი ვარდებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.