1779613619
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და „ალფა-პვპ“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.