1780989435
სამართალი
ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა
ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.