Loading data...
გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

გურჯაანში, სოფელ კოლაგში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია, ასევე, 3 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.