1778073151
სამართალი
გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 36 წლის კაცი.
ადგილობრივების ცნობით, მოკლული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.