Loading data...
გორში, სოფელ მეჯვრისხევში კაცი მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მკვლელობა მოხდა.

„მოზაიკას“ ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა კაცი. 

„როგორც ვიცი, დაიჭირეს ვინც ესროლა. სხვის სახლში ყოფილა სტუმრად, იქ შევიდა და ესროლა. მიზეზი არ ვიცით“, - ამბობს ადგილობრივი. 

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.