1770287456
სამართალი
ავარია ქობულეთში - დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა
ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
📷 „აჭარის ტელევიზია“