Loading data...
ავარია ბათუმში - დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.