Loading data...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაბა ჩაქვში, ერთ-ერთ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვში, ერთ-ერთ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. 

„შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკებისა და აფთიაქების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გეგმური ინსპექტირებისას აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში, ი/მ ე. ყ-ის ვეტერინარულ აფთიაქში (მისამართი: ჩაქვი, თამარ მეფის ქუჩა N34) ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი „prius“.

ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და შენახვის პირობები“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.