1748427329
რეგიონი
სოფელ არაფლოში სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„უხვი ნალექის გამო, მდინარე დებედაში ჭარბი წყლის მოვარდნამ დებედას მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის წყალმიმღები არხი დააზიანა.
აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად გაიჭრა 250 მეტრი სიგრძის ახალი წყალმიმყვანი არხი, რომლის მეშვეობითაც წყალი მაგისტრალურ არხში ჩაედინება და სარწყავი წყლით 450 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს შეუფერხებლად ამარაგებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.