Loading data...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულად არის აღდგენილი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ნოდარ გიორგიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ.

მისი თქმით ამ ეტაპზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„უკვე ორი დღე არის, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. რამდენიმე ათეული ტექნიკაა მობილიზებული სტიქიის ყველა წერტილში. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულად არის აღდგენილი.

ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მთელი მასშტაბით სრულად მიეწოდება მოსახლეობას. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დარჩენილი არის დაახლოებით 500-მდე აბონენტი, სადაც დღის განმავლობაში ყველასთან აუცილებლად ჩაერთვება, რა თქმა უნდა მომართვიანობა გვაქვს მოსახლეობის და მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი, რომელიც შეისწავლის საბოლოოდ ზარალის ოდენობას“, - აცხადებს ბაღდათის მერი.