Loading data...
ვოლსკი Passport Index-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე: საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია, ისევე როგორც ყველა სხვა რეიტინგი, რომელშიც საქართველო დაწინაურდა და მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას სჯობს

„პასპორტების რეიტინგი არის იმის შეფასება, კონკრეტულ ქვეყანაში სტაბილურობის თვალსაზრისით თუ რა მდგომარეობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, აღნიშნული, ასევე, განსაზღვრავს, ქვეყნის მოქალაქეები რამდენად ემორჩილებიან ევროპულ კანონებსა და სტანდარტებს.

„რასაკვირველია, გადახრებიც არსებობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე თავის პასპორტით არის ავტორიტეტული, მისაღები როგორც ტურისტი, ასევე, ბიზნესის და ასევე, იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია წესრიგის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი. ასე რომ, საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია, ისევე როგორც ყველა სხვა რეიტინგი, რომელშიც საქართველო დაწინაურდა და მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას სჯობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.