Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება ხალხს არ შეუძლია - არც მძინარეს და არც გაღვიძებულს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია „მკვდარია“ და ხალხს მისი გაცოცხლება არ შეუძლია.

„მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება ხალხს არ შეუძლია - არც მძინარეს და არც გაღვიძებულს. თავის თავში ეძებონ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში. ისინი დიდი ხანია დაშორდნენ ხალხს, არჩევნების პერიოდშიც კი არ მუშაობდნენ საქართველოს ამომრჩეველზე და უცხოეთზე უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე საკუთარ ამომრჩევლებთან. ამიტომ იცოდეთ, რომ მკვდრების გაცოცხლება ქართველ ხალხს არ შეუძლია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.