შალვა პაპუაშვილი: როდესაც რომელიმე ქვეყანას გვადარებენ, ეს აჩვენებს, რომ არგუმენტი არ აქვთ, უნდათ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, პროპაგანდის იაფფასიანი ტრიუკია
სისულელეა, როდესაც რომელიმე ქვეყანას გვადარებენ, ეს აჩვენებს, რომ არგუმენტი არ აქვთ, უნდათ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ეუთოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა შეწყვიტოსო, რომ ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა და ბელარუსს ჰგავს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა თქვა, „სისულელეს ამბობს, თუ ასეთი რამე თქვა“.
„რა მიზნით ამბობს, ეს მათ ჰკითხეთ. სისულელეა, როცა რომელიმე ქვეყანას გვადარებენ. ასეთი შედარება როდესაც კეთდება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ეთნიკურ ეპითეტებს იყენებენ, რომ რაღაც რუსული დეზინფორმაციაა.
ეს აჩვენებს, რომ არც არგუმენტი აქვთ და უნდათ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, სხვა ქვეყანას შეადარონ, მის ეროვნულ თავმოყვარეობაზე ითამაშონ. ეს არის პროპაგანდის იაფფასიანი ტრიუკი. ამიტომ გეუბნებით, ის, რაც ელჩმა თქვა, სისულელეა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.