Loading data...
შალვა პაპუაშვილი: გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ - საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით

ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც თავისი პირადი - უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, რომ არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვისა და რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ - საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მხარდაჭერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა პირველ რიგში ევროკავშირის ინტერესებშია.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტი არის უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც, ეს პრიორიტეტი ვერსად წავა.

კაბელი, რომელმაც უნდა დააკავშიროს, საქართველო, რუმინეთთან და რომელმაც რეგიონიდან ევროკავშირში მწვანე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობა უნდა მისცეს, უპირველეს ყოვლის ევროკავშირის მოსახლეობის ინტერესებშია.

ზუსტად ამას ვგულისხმობთ გონივრულ თანამშრომლობაში, როდესაც რაღაც აქტივიზმის ნაცვლად, რომელსაც ხანდახან ზოგიერთ ევროკომისრის მხრიდან, ადგილი აქვს აბსოლუტურად გონივრულ, საქმიან დამოკიდებულებას საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.