საგარეო უწყება: ღრმად შეძრწუნებულები ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, ჩვენი ფიქრები ამ რთულ დროს დაზარალებულებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიის სკოლაში მომხდარ სროლას ეხმაურება, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
„ღრმად შეძრწუნებულები ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. ჩვენი ფიქრები ამ რთულ დროს დაზარალებულებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
We are deeply shocked by the tragic school shooting in #Graz, Austria. Our thoughts are with the victims, their families, and the Austrian people during this difficult time. We stand in solidarity with Austria and wish swift and full recovery to all those injured. @MFA_Austria
— MFA of Georgia (@MFAgovge) June 10, 2025