Loading data...
რუსთავი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-7 კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც ცოტნე ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება.

შეხვედრას რუსთავი მასპინძლობს.

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

ღონისძიებას ცოტნე ივანიშვილიც ესწრება.

შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.