Loading data...
პრემიერი: ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია

ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს, - განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს მიღწეულ შედეგებში.

„რაც შეეხება იმას თუ რა მოგვიტანა პოლიტიკამ, რომელიც წარიმართებოდა მუდმივი ლავირების რეჟიმში, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელიც არის ამის დიდოსტატი, გროსმაისტერი, რაც ბევრჯერ მითქვამს. შედეგებით იზომება ყველაფერი. ჩვენ ვადარებთ ხოლმე წინა ხელისუფლებას რაღაცებით ჩვენს ხელისუფლებას კომპლექსურად.

წინა ხელისუფლებაზე ხომ დიდი ამბით ლაპარაკობენ ხოლმე, რომ იყო პროდასავლური, პროეროვნული და ა.შ. წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგი საგარეო პოლიტიკის კუთხით იყო ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 % დავკარგეთ, ომი და ამას მოჰყვა შემდეგ აღიარება და 20 %-ის ოკუპაცია - ესაა შედეგი. ასევე, გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები პირდაპირ რუსულ კომპანიებს.

უმეტეს შემთხვევაში პირდაპირი ფორმით, ზოგიერთ შემთხვევაში ირიბი ფორმით და ბევრი სხვა. ტერიტორიული გაფართოება, ეკონომიკური ექსპანსია, ომი და ნგრევა. ეს ყველაფერი მოიტანა წინა ხელისუფლებამ.

რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამ ლავირებამ მოიტანა ზუსტად ეს ყველაფერი.

მოიტანა ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და ა.შ. საბოლოო ჯამში, დღეს განვიმტკიცეთ სუვერენიტეტი და დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს. შესაბამისად, ამ ვითარებაში უკვე ვიღებთ პასუხისმგებლობას, როდესაც მაგალითად კორუფციაზეა საუბარი, სულ მიდის საუბარი წარსულზე და ვერაფრით საუბრობენ აწმყოზე.

მე შემიძლია დავდო პირობა ერთ რამეზე, ერთი წლის წინ, დაახლოებით, დასრულდა მთავრობაში საკადრო ცვლილებები და ეს პერიოდი ავიღოთ, გასული 1 წელი და მომავალი. თქვენ თუ მოიტანთ კორუფციის ერთ ფაქტს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩემთან, ან რომელიმე მინისტრთან, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება მყისიერი რეაგირება და უშუალოდ რომელიმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთება, იქ იქნება მყისიერი ნაბიჯი გადადგმული. ერთ ფაქტს თუ მოიტანთ კორუფციასთან დაკავშირებით, საუბარია უმაღლეს თანამდებობის პირებზე, პირადად ვაგებთ ამაზე პასუხს, ამას ვპირდებით საზოგადოებას“,- აღნიშნა პრემიერმა.