Loading data...
პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ამ ადამიანს აქვს მოზღვავებული კრიმინალური ენერგია, მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, ის საქართველოდან გაიპარა

ეს ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის - „მტკვარი ჰესის“ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რომელსაც ბაჩიაშვილი პოლიტიკურ საქმედ აფასებს.

„ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე დამდგარია განაჩენი სხვა საკითხთან დაკავშირებით და დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს მოზღვავებული კრიმინალური ენერგია. მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, ის საქართველოდან გაიპარა.

რაღაც საიდუმლო სამსახურის აგენტის ჩანაფიქრებით, მანქანას შეუცვალა კონსტრუქცია, დაიმალა საბარგულში და ასე შემდეგ.

ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითი. თაღლითის საჯარო პროცესები იმიტომაც არსებობს, რომ როდესაც ადამიანი მხილებულია თაღლითობაში, თაღლითი ადამიანის სიტყვა შემდეგ არ დაიჯერება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.