Loading data...
ნინო წილოსანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა BCC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აკრძალული ქიმიური ნივთიერება არც შეუსყიდია, არც გამოუყენებია და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„როგორც აღმოჩნდა და თავადვე სიუჟეტში აქვთ ეს ნახსენები, 2009 წელს გამოიცდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში. ამის ფონზე, როდესაც სულ სხვა იყო შემსყიდველი, სხვა იყო ამის გამომყენებელი და გამომცდელი, მოადგები „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არც შეუსყიდია, არც გამოუყენებია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამის. უფრო მეტიც, ვის კვლევასაც ეფუძნებიან, ვიღაც ექიმად წოდებული, აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხა დემონსტრანტები და ამ დემონსტრანტების აღქმებზე დაფუძნებით, ამხელა რეპუტაციული და წესით კარგი მედია საშუალება აფუძნებს ბრალდებას, რომელიც არის უმძიმესი საქართველოსთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.