Loading data...
ნინო წილოსანი: მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე

მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მედიასთან განაცხადა.

„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება. ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები. პარლამენტი დაკომპლექტდება, მათ შორის დაფორმირდება ფრაქციები და მიმდინარე კვირას გაგრძელდება მთავრობის დამტკიცებით. გვექნება საინტერესო დღის წესრიგი და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“, - აღნიშნა წილოსანმა.