ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს - რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან საუბრისას.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობად შეფასდა.
„[ევროპარლამენტის ანგარიშის] მომხსენებელს - რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია ამ თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ. ვფიქრობ, საჭიროა მათი ამ უაზრო ტექსტების და განცხადებების, თუ ანგარიშების სრული იგნორირება იმდენად არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია ყველაფერი ის, რაც ამ ტექსტებშია ასახული“, - აღნიშნა სამხარაძემ.