Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია, ხოლო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.