1780985769
პოლიტიკა
მათიკაშვილი: თავზე ენგრევათ რაღაც შეკოწიწებული, ალიანსად წოდებული გაერთიანება და, საბოლოო ჯამში, ვხედავთ ამ არაეროვნული, ხალხის საწინააღმდეგო ძალის პოლიტიკურ გასვენებას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რეალურად ოპოზიციას საზოგადოების ნდობის მოპოვების რესურსი არ გააჩნიათ და ახლა ერთმანეთის ლანძღვაზე არიან გადასულნი.
„უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. რეალურად, მათ რესურსი არ გააჩნიათ, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასულნი. სინამდვილეში, ეს რაღაც შეკოწიწებული ალიანსად წოდებული გაერთიანება თავზე ენგრევათ. საბოლოო ჯამში, ამ სრული ამორფული, არაეროვნული, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო ძალის პოლიტიკურ გასვენებას ვაკვირდებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.