1763117793
პოლიტიკა
მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველა დეტალი, ტექსტი, მძიმე, წერტილი, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა გააკეთონ, რა უნდა ჩაიცვან და არ ჩაიცვან, თანხმდება თავიანთ პატრონებთან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველა დეტალს შიდა და გარე პატრონებს უთანხმებს.
„ეს ადამიანები არ მოქმედებენ ავტონომიურად და მით უმეტეს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ყველა დეტალი, ტექსტი, მძიმე, წერტილი, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა გააკეთონ, რა უნდა ჩაიცვან და არ ჩაიცვან, თანხმდება თავიანთ პატრონებთან შიგნით თუ გარეთ და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოქმედებენ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.