Loading data...
მახაშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა.

„სამწუხაროა, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღესაც განაცხადა, რომ იყო არაერთი დისკუსია და კონსულტაცია მის დაბრუნებამდე. ჩვენ კი პირველივე დღიდან ვხედავთ ამ ადამიანისგან ისეთ ქმედებებს, რაც შეთანხმების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო.

ის არ აპირებს დაუბრუნდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს, თუ ასე აპირებს ის გაგრძელებას მე წინასწარ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო მისი დასასრული“, - აცხადებს მახაშვილი.