მაია ბითაძე: ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს
ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირს სურს საქართველოში ჰყავდეს მართული ხელისუფლება.
„ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს. ის მდებარეობა, დერეფანი, რაც საქართველოს აძლევს უპირატესობას სხვა ქვეყნებთან მიმართებით რეგიონში, არის ის, რაც ევროკავშირს ძალიან სჭირდება.
ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის, ყველაზე არ ვსაუბრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძალიან სჭირდებათ, მნიშვნელოვანია ის, რომ ჰყავდეთ აქ მართული ხელისუფლება, რომელიც ვერა და ვერ მოიყვანეს ამდენი წლის განმავლობაში.
მათ უწევთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცავ ხელისუფლებასთან შერკინება. ის განცხადებები, ქმედებები, რეზოლუციები, მათ შორის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, თუ საქართველოს წარმატებების გაუფასურება თვალნათლივ აჩვენებს ერთ რამეს - მათ აქ სჭირდებათ მარიონეტები“, - აღნიშნა ბითაძემ.