Loading data...
მაჭავარიანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: მათი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ

„მათი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, შესაბამისად ეს გამოძიება რელევანტურია.

„მათი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ. დაეხმარონ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ დააორგანიზონ რევოლუცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რელევანტურია ეს გამოძიება“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.