Loading data...
მაჭავარიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, რომ ჩვენს მოახლოებას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს

„კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლეობას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს სურთ, „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტებით საქართველოში.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან ცხადია და ნათელია ის, რომ ეს ევრობიუროკრატიები, რომლებიც მთლიანად იმართებიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან, იგივე „დიფ სთეითის“ მხრიდან, მათ, რა თქმა უნდა, სურთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტებით საქართველოში, იქიდან გამომდინარე რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს მათ დავალებებს.

ყველამ ვიცით მათი ხასიათი, ყველამ ვიცით მათი მავნებლური ზრახვები. იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ, მათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. დადიან კაბინეტებში და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან და ცდილობენ დაარწმუნონ, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება “, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.