1734788116
პოლიტიკა
მაჭავარიანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური
„ეს არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით სასპეკულაციო აღარაფერი დარჩა
„რითაც ისინი [ოპოზიცია] თითქოსდა ბრჭყალებში ადასტურებდნენ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და გაყალბებული აბსოლუტურად არცერთი ასეთი პუნქტი ამ ანგარიშში არ მოხვედრილა. შესაბამისად, წერტილი დასმულია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სასპეკულაციო აღარაფერი აქვთ დარჩენილი და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური და აბსოლუტურად ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მიეცა ხმა იმისთვის, ვისთვისაც სურდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.