1778064270
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფანი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად არის ხერხემალი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შუა დერეფანი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი მთავარი ხერხემალია.
მისი თქმით, ევროპისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტვირთი საქართველოს გავლით უნდა განაწილდეს და ამას ვერავინ შეცვლის.
„შუა დერეფანი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო არის ხერხემალი აზერბაიჯანთან ერთად და ნებისმიერი ტვირთი, პროდუქცია თუ ნავთობრესურსები, რომლებიც ევროპისთვის არის განკუთვნილი ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან თუ აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადანაწილდეს საქართველოს გავლით. ეს არის რეალური მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.