ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის წევრობაც ჩემთვის სიამაყეა
„ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის წევრობაც ჩემთვის არის სიამაყე. მე ვარ ამაყი იქიდან გამომდინარე, რომ ვარ გუნდის წევრი, რომლის ფილოსოფიაც, რომელსაც საფუძველი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კახი კალაძე არის უკონკურენტო.
ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატმა თბილისელებს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი გუნდის - პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიმართ, პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.
„ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის წევრობაც ჩემთვის არის სიამაყე. მე ვარ ამაყი იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, რომლის ფილოსოფიაც, რომელსაც საფუძველი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას.
მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ პარტიის წევრი ვის პირობებშიც საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო. ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვარ იმ პარტიის წევრი, რომლის პირობებში ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე. იყო ამ პარტიის დედაქალაქის შტაბის ხელმძღვანელი არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდ პატივთან ერთად, რა თქმა უნდა.
კახი კალაძის მთლიანი ცხოვრება არის ასოცირებული წარმატებასთან და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს წარმატება ციდან არ ჩამოვარდნილა. ჩვენ თითოეულმა კარგად ვიცით თუ რა შრომის ფასად დაუჯდა კახი კალაძეს ის წარმატება, რა წარმატებაც აქვს ცხოვრებაში მიღწეული. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი 8 წლის წინ და როგორი არის ჩვენი დედაქალაქი დღეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი.
დედაქალაქის მართვას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება და კახი კალაძემ ეს გამოცდილება უკვე ჭარბად დააგროვა. ყველას კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში რჩება პრობლემები თუმცა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე თავდაუზოგავად იშრომებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრას. ამაში მას ხელს ის გამოცდილება, რომელიც ჭარბად აქვს დაგროვებული და ის, რომ მას თბილისის პულსზე ხელი უდევს და თითოეული უბნის დონეზე იცის ყველა პრობლემა.
მე მინდა მივმართო თბილისელებს. ჩემო ძვირფასო თბილისელებო, ვისაც გიყვართ ეს ქალაქი, ვისაც გეამაყებათ, რომ ხართ თბილისელები თუ გსურთ, რომ ეს განვითარება, აღმშენებლობა გაგრძელდეს არ დაგეზაროთ, აუცილებლად მოდით 4 ოქტომბერს და გააკეთეთ სწორი არჩევანი. გააკეთეთ არჩევანი მეტი განვითარებისთვის, მშვიდობა საქართველოს - მეტი სიკეთე თბილისს“, - აცხადებს მაჭავარიანი.