Loading data...
კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

„ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი და როდესაც შენს ქვეყანასთან მიმართებით ღალატში ხარ შემჩნეული, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია”, - განაცხადა კალაძემ.