1763103756
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილ წერილზე: არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას
„არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველზე წაკითხულ ტექსტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია.
„სიახლეს მე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ. არჩევნების შედეგები გააუქმეთ და პარლამენტში არ შეხვიდეთო, ეს დირექტივა შეასრულეს და ახლა მიტინგზე წასაკითხი ტექსტი რომ გამოუგზავნეს, რა თქმა უნდა, აქ გასაკვირი არც არაფერი არ არის, თუმცა, სავალალო მდგომარეობა რომ არის, ეს ფაქტია. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას“, - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.