Loading data...
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს, მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს

„იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს“, - ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციას.

„ამ რადიკალებში, ზოგიერთი მავანი ცდილობს პროვოკაციები მოახდინოს. კიდევ ერთხელ, ყველას ვაფრთხილებ - საქართველო, როგორც არასდროს ისე არის აქცენტირებული და შესაბამისი სტრუქტურები აღჭურვილია იმ ხელსაწყოებით, იმ მიდგომებითა და კანონმდებლობით, რომ კანონის დარღვევა აღკვეთონ. მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიცია მათ მიერვე დაანონსებულ 26 მაისის მოულოდნელობებზე, ამ წუთებში შეხვედრაზე მსჯელობს.