ირაკლი ხელაძე: ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებით, დარწმუნებული ვარ, მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში
„ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, უილსონი, სავარაუდოდ, იმაზე დამყარებულ განცხადებებს აკეთებს, რა ინფორმაციასაც აწვდის თბილისიდან რადიკალური ოპოზიცია.
„ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში. თბილისიდან რა ინფორმაციებსაც აწვდიან აგენტურის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, იმაზე დამყარებულ განცხადებებს აკეთებს. გვახსოვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, საიდანაც ირკვეოდა, რომ ის ერთ პოსტში 1000 დოლარს იღებდა. ფულზეა ეს ადამიანი დამოკიდებული და ზუსტად ვიცით ვისგან ფინანსდება - „ფორმულა“ იყო ნახსენები, კეზერაშვილი.
როგორ შეიძლება მასზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ როდესაც საუბარია თან ჩინეთზე. ვნახეთ ბოლო პერიოდში რა დონის ურთიერთობები ყალიბდება აშშ-სა და ჩინეთს შორის. თავად პრეზიდენტი ტრამპი იყო ჩინეთში ჩასული და განცხადებები გაკეთდა ჩინეთის დღევანდელ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და შესაძლებლობებზე, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამერიკას. როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადავდივართ, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორ შეიძლება ამერიკისთვის ეს იყოს პრაგმატული და დასაშვები და ჩვენთვის - აკრძალული“, - აღნიშნა ხელაძემ.