Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: დანიაში შეიძლება თურმე, მჯდომარე მშვიდობიან აქციას დაესხას თავს პოლიციელი და თავ-პირი დაუმტვრიოს და საქართველოში პოლიციელებს რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ეს თურმე, დასაშვებია

 „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში პოლიციელების მიერ აქციის დარბევის ბრიუსელის მიერ შეუმჩნევლად დატოვებული ძალადობის ფაქტი ორმაგი სტანდარტის ნათელი დადასტურებაა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

„სისტემატური ხასიათი აქვს აი, ამ ორმაგ სტანდარტებს, არამარტო დანიაში. დანიაში შეიძლება თურმე, მჯდომარე მშვიდობიან აქციას დაესხას თავს პოლიციელი და თავ-პირი დაუმტვრიოს და ეს თურმე, კანონის უზენაესობის დაცვაა და საქართველოში პოლიციელებს რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ეს თურმე, დასაშვებია. გასცდნენ ისინი ევროპულ ღირებულებებს, რისთვისაც ზოგადად შეიქმნა ეს ორგანიზაცია“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.