Loading data...
დავით მათიკაშვილი: პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ, ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში გაწაფულია

„პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ. ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში გაწაფულია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხს თინა ბოკუჩავასგან არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი აქვს მოსმენილი.

„ამ ქვეყანას სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა ჰყავს და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, შეუძლია, შესაბამის ორგანოებს მიმართოს. თინა ბოკუჩავასგან არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი გვაქვს მოსმენილი, რაც საზოგადოებას კარგად ახსოვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.