ჭეიშვილი: გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, ჩვენი ოპოზიციისთვის ეს აღიარება სიკვდილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც 2025 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძლიერ ეკონომიკურ ტენდენციებზეა საუბარი.
მისი თქმით, ეს აღიარება ოპოზიციისთვის სიკვდილია.
„მთელი მსოფლიო აღიარებს, რადგან ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები! შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად ვუსწრებთ მოლდოვას, უკრაინას, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის, დემოკრატიის ინდექსითაც.
გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, იქნება ეს ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიის ინდექსით თუ სხვადასხვა სკალით, სადაც ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენი ოპოზიციისთვის. მათთვის ეს აღიარება არის სიკვდილი“, - აცხადებს ჭეიშვილი.