1765133543
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე BBC-ის ფილმზე: ფილმის გავრცელების მიზანი იყო, გამოეწვიათ აღშფოთება და შემდეგ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო იმ მოვლენებში, რომელიც 1 წლის წინ ისედაც ვნახეთ
„აღნიშნულ ფილმს [BBC] რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ BBC-ის ფილმზე საუბრისას.
„როგორც კი ეს ფილმი გამოვიდა, მას მოჰყვა გარედან დაფინანსებული ადამიანების განცხადებები, ასევე ევრობიუროკრატების განცხადებები. და რატომ? რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფილმს, აღშფოთება. მივაქციოთ ყურადღება თარიღსაც, 28 ნოემბრის აქცია რომ ჩაუვარდათ დაფინანსებულ ადამიანებს, შემდეგ პირველ დეკემბერს მოხდა ამ ფილმის გავრცელება, რომლის მიზანიც იყო გამოეწვიათ აღშფოთება და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაზრდილიყო იმ მოვლენებში, რომელიც 1 წლის წინ ისედაც ვნახეთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.