Loading data...
არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. სომეხი დიპლომატი ქართველ კოლეგას შეხვდება.

განიხილავენ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.

არარატ მირზოიანი ასევე შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.