Loading data...
ანდრეი სიბიგა: მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, გავაგრძელე დიალოგი მაკა ბოჭორიშვილთან, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, გავაგრძელე დიალოგი მაკა ბოჭორიშვილთან, შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. 

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს, აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე, დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ“, – აცხადებს სიბიგა.