ალუდა ღუდუშაური: ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოჯახისა და პირადად მისი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაწყვიტა, ქვეყანას გვერდში დასდგომოდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აიღო.
„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის უმრავლესობა ნათლად ხედავს იმ როლს, რომელიც მას აქვს. მან პასუხისმგებლობა თავად აიღო ქვეყნის და ხალხის წინაშე. თავის დროზე, სარისკო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მან განაცხადა პოლიტიკაში მოსვლაზე. ეს იყო ფიზიკური განადგურების რისკის ტოლფასი.
ამ ქვეყანაში ადამიანებს ანადგურებდნენ. ამ უბედურებაში იყო, როდესაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ამ ქვეყანას შველა სჭირდებოდა და ის დადგებოდა ქართველ ხალხთან. მან, თავის ოჯახისა და პირადად მისი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაწყვიტა, ქვეყანას გვერდში დასდგომოდა“, - აცხადებს ღუდუშაური.