1756903700
პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აკაკი ალადაშვილი აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აკაკი ალადაშვილი აირჩია.
კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ალადაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.