პარლამენტმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილებებით, იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს უფლებას აძლევს შექმნან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები.
მომხსენებლის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების ეფექტიან განხორციელებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.