1749551947
პარლამენტი
პარლამენტმა გენერალური აუდიტორის, ცოტნე ყავლაშვილის გადადგომა ცნობად მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ცოტნე ყავლაშვილის პირადი განცხადება გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცნობად მიიღო.
ცოტნე ყავლაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 3 ივნისს მიმართა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისათვის წარდგენის დღიდან.